შენს ვიდეოს რამდენიმე წამში იხილავ
0%
შენს ვიდეოს რამდენიმე წამში იხილავ
0%
პროექტის მონაწილის თანხმობა ინფორმაციის, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე
სს საქართველოს ბანკი (საიდენტიფიკაციო ნომერი: 204378869, მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, გაგარინის 29ა) (შემდგომში - ბანკი) “მთელი საქართველოს ბანკის“ პროექტის (შემდგომში - პროექტი) ფარგლებში უზრუნველყოფს პროექტით დაინტერესებული მომხმარებლის (შემდგომში - პროექტის მონაწილის) მიერ ბანკის ვებგვერდზე www.bankof.ge მითითებული ინფორმაციის, მათ შორის, პერსონალური მონაცემების (ფოტო სურათის, სახელი, გვარის და სხვა მონაცემების) დამუშავებას, მათი გამოყენებით ვიდეო რგოლის შექმნას და მის ბანკის ვებგვერდზე განთავსებას, აგრეთვე, ბანკის შეხედულებისამებრ მარკეტინგული/სარეკლამო ან/და კომერციული ან/და სხვა ნებისმიერი კანონიერი მიზნებისთვის აღნიშნული მონაცემების გამოყენებას.
ბანკი ინფორმაციის, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს საკუთარი შეხედულებისამებრ და თავად განსაზღვრავს, გამოიყენოს და განახორციელოს თუ არა პროექტის მონაწილის მიერ ბანკის ვებგვერდზე დაფიქსირებული მონაცემების დამუშავება, მათ შესახებ ვიდეო რგოლის შექმნა/გენერირება და ბანკის ვებგვერდზე განთავსება.
პროექტის მონაწილე ვალდებულია პროექტის ფარგლებში ინფორმაციის/მონაცემების, მათ შორის, საკუთარი ან/და მესამე პირის პერსონალური მონაცემების ატვირთვისას/მითითებისას არ გამოიყენოს შემდეგი სახის ინფორმაცია/მონაცემები/ფოტო მასალა:
ინფორმაციის, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დამუშავება, თავის მხრივ, გულისხმობს პროექტის მონაწილის მიერ ბანკისთვის უფლებამოსილების მინიჭებას, განახორციელოს პროექტის ფარგლებში მის მიერ ატვირთული/მითითებული ინფორმაციის, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დამუშავება, კერძოდ: შეგროვება, მოპოვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, აუდიოჩაწერა, ვიდეოჩაწერა, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება ან/და გამჟღავნება (მათ შორის, მესამე პირ(ებ)ისთვის) ბანკის შეხედულებისამებრ, აგრეთვე, კანონის ფარგლებში სხვა ნებისმიერი ქმედების განხორციელება.
თუ პროექტის მონაწილე პროექტის ფარგლებში ბანკს აწვდის მესამე პირების შესახებ ინფორმაციას, მათ შორის, და არა მხოლოდ ინფორმაციას პერსონალური მონაცემების შესახებ, ხოლო ბანკი ახორციელებს აღნიშნული ინფორმაციის, პერსონალური მონაცემების საფუძველზე ვიდეო რგოლის შექმნას ან/და მათ სხვაგვარად დამუშავებას მარკეტინგული/სარეკლამო ან/და კომერციული მიზნით, პროექტის მონაწილე თავად არის ვალდებული მოპოვებული ჰქონდეს აღნიშნულ პირთა თანხმობა, მათი პერსონალური მონაცემების ბანკის მიერ დამუშავებაზე, შესაბამისად, მის მიერ ამგვარი ინფორმაციის ბანკისთვის მიწოდების ფაქტი, თავის მხრივ, გულისხმობს პროექტის მონაწილის მიერ ამ პიროვნებისგან თანხმობის არსებობას და აღარ საჭიროებს ბანკის მიერ დამატებითი დასტურის მოპოვებას. პროექტის მონაწილე თავად არის პასუხისმგებელი ნებისმიერ ზიანზე/ზარალზე, რომელიც შესაძლოა მიადგეს ბანკს მის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. პროექტის მონაწილე თანახმაა აუნაზღაუროს და დაიცვას ბანკი ნებისმიერი ზიანი/ზარალისგან, ხარჯისგან ან/და ნებისმიერი სხვა ვალდებულებისგან, რომელიც ამგვარი დარღვევის შედეგად შეიძლება წარმოიშვას.
პროექტის მონაწილის მიერ პროექტის ფარგლებში მითითებული მონაცემების, მათ შორის, პერსონალური ინფორმაციის (ფოტო სურათის, სახელის, გვარის და სხვა მონაცემის) შეცვლა/რედაქტირება დაუშვებელია.
პროექტის მონაწილის მიერ პროექტის ფარგლებში ინფორმაცია/მათ შორის პერსონალური (სახელის, გვარის, ფოტო სურათის და სხვა) მონაცემების მითითება ხდება ნებაყოფლობით. ამასთანავე, პროექტის მონაწილე უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ პროექტის ფარგლებში დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, თუ იგი დაასაბუთებს.
ბანკი უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულებისამებრ განახორციელოს პროექტის ფარგლებში პროექტის მონაწილის მიერ მითითებული/ატვირთული მონაცემების, მათ შორის, პერსონალური ინფორმაციის (ფოტო სურათის, სახელის, გვარის და სხვა მონაცემის) წაშლა/განადგურება ან/და პროექტის ფარგლებში დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა, თუ პროექტის მონაწილის ან/და ნებისმიერი მესამე პირის მიერ დაფიქსირდება დასაბუთებული პრეტენზია, რომ პროექტის ფარგლებში შექმნილი ვიდეო რგოლი შეიცავს მის შესახებ პერსონალურ მონაცემებს ან/და შეიცავს მისი ღირსებისა და პატივის შემლახავ ინფორმაციას.
პროექტის მონაწილის მიერ ბანკისთვის განცხადებული თანხმობის მოქმედების ვადა განუსაზღვრელია, ხოლო პროექტის ფარგლებში პროექტის მონაწილის მიერ მოწოდებული/ატვირთული ინფორმაციის, მათ შორის, პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავების ვადაა 10 წელი.
ინფორმაციის, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პროექტის მონაწილის მიერ გაცხადებული თანხმობის უკან გამოთხოვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს წერილობითი განცხადების საფუძველზე. ამ შემთხვევაში სწორედ პროექტის მონაწილეს ეკისრება მტკიცების ტვირთი, რომ სწორედ მის შესახებ ინფორმაციაა მითითებული პროექტის ფარგლებში შექმნილ ვიდეო რგოლში.